რამდენჯერ გიოცნებია ისეთ ზღაპრულ ადგილას დაგესვენა, აქამდე მხოლოდ სარეკლამო კლიპებში რომ გინახავს? ალბათ, ბევრჯერ. ვიცი, ისიც გიფიქრია, რომ ასეთი სამოთხე შენგან შორსაა, ძვირია და მიუწვდომელი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ არც ისე ბევრი ვიარე და საოცნებო ზღაპრულ ადგილს შავი ზღვის პირას, გურიაში მივაკვლიე.

მდებარეობა

სასტუმრო „სესილი“ შეკვეთილსა და ურეკს შორის, კაპროვანში ზღვიდან 100 მეტრში მდებარეობს და სრულიად უნიკალური ადგილია როგორც თავისი მდებარეობით, ისე კონცეფციით და ნამდვილად იმსახურებს მშვიდი დასვენების მოყვარულების ყურადღებას.

წარმოიდგინე, რომ ზღვაში ხარ. ცურვით სასიამოვნოდ დაიღალე და სანაპიროზე ამოდიხარ. პირველი რაც გხვდება, გურიის დიდი სიმდიდრე – მაგნიტური ქვიშაა, რომლის უნიკალურობა საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად სმენიათ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ხშირად სტუმრობენ. სანაპიროს გაივლი თუ არა, იწყება მრავალწლოვანი წიწვოვანი ტყე, სადაც ზღვის იოდით გაჯერებული ჰაერი კიდევ უფრო სასარგებლო ხდება. გადაჭრი გზას და ახლა უკვე ფოთლოვან ტყეს დაინახავ. სწორედ აქ, ამ ბუნებრივ საზღვარზე ოთხი კოპწია კოტეჯი დგას, თითოეული შენი და შენი შვილების კომფორტული დასვენებისთვის გათვლილი, სადაც დაგხვდება ყველაფერი პირადი ნივთების გარდა.

სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი
ჩვენთვის გვაქვს ველოსიპედები დამატებითი გადასახადის გარეშე, ჩვენს სტუმრებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული სახლი და ეზო.

რას გთავაზობთ

  • ზღვის ხედი

  • აბაზანა

  • სტანდარტული საკაბელო, Netflix

  • ჩვილის საწოლი

  • ტოსტერი

  • უკანა ეზო

  • ცენტრალური გათბობა

  • ცხელი წყალი

  • wifi

  • სამუშაო სივრცე

  • ყავის აპარატი

  • ნივთები ბარბექიუსთვის
  • ველოსიპედები

  • ბარგის დატოვება დაშვებულია

  • ბაღის ხედი

  • სარეცხი მანქანა

  • კონდიციონერი

  • სამზარეულო

  • მაცივარი

  • ცალკე შესასვლელი

  • შინაური ცხოველები დაიშვებიან

ადაპტირებული პირობები

სტუმრების შესასვლელი და პარკირების ადგილი

უსაფეხურო ბილიკი სტუმრების შესასვლელამდე

სტუმრების შესასვლელისკენ მიმავალი გარე ბილიკის (სამანქანო გზის ან ტროტუარის) სიგანე მინიმუმ 81 სმ-ია და მთლიანად სწორი ან ოდნავ დამრეცია.