მოთხოვნის გაგზავნამდე აუცილებელია გაეცნოთ წესებსა და პირობებს
გმადლობთ რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან დასვენება.
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი სასტუმროს შინა განაწესს.
1. ჩვენთან დაუშვებელია: 22:00 სთ-ის შემდეგ ხმაური.
2. მთელი დღის განმავლობაში მუსიკის ხმამაღლა დაკვრა ღია სივრცეებში ასევე დამატებითი სტუმრების მოყვანა წვეულების გადახდის მიზნით.
3. გარეშე სტუმარი სასტუმროს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ 09:00 სთ დან 21:00 სთ მდე.
4. ცხოველების მოყვანა შეიძლება მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებით.
5. ჩვენს სასტუმროში კვება არ გვაქვს.
6. დალაგება, თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა (თუ 6 და მეტი ღამით გვსუმრობთ) ყოველი 6 ღამის შემდეგ.
7. დამატებით დალაგება – დამატებითი გადასახადი
8.ნივთები და პროდუქტები რომელიც კოტეჯში დაგხვდებათ (ტუალეტის ქაღალდი, თხევადი საპონი, მარილი, პილპილი და ასე შემდეგ). არის ერთჯერადი, შემდეგ უნდა შეიძინოთ თქვენ.
თუ თქვენთვის ეს პუნქტები მისაღებია მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
შემოსვლა 16:00სთ ს შემდეგ. გასვლა 12:00 სთ მდე.
იმისათვის რომ კოტეჯი დაიჯავშნოს აუცილებელია არენდის მთლიანი თანხის ნაწილი ჩარიცხოთ შესაბამის ანგარიშზე,
თუ იქნებით მითითებულზე მეტი პერსონის შემდეგ, დამატებით სტუმარზე დამატებითი გადასახადი, ერთ ღამეში.
ჯავშანის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
იმ შემთხვევაში თუ ვადაზე ადრე დატოვებთ სასტუმროს ან იქნებით მითითებულ პერსონაზე ნაკლები, თანხა მაინც უნდა დაფაროთ სრულად.
კოტეჯების აღწერილობა და ფასი იხილეთ ლინკზე: